რომელი პროფესიის წარმომადგენლებს გაეზრდებათ ხელფასი პირველი ივლისიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესი.
2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
„ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება 100-100 ლარით გაეზრდებათ.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მართალია, ეს არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა
- "მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის " - გიორგი ვაშაძე
- გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
- "ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან" - მეუფე შიო
- "გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - სალომე ზურაბიშვილი