"გიორგის ბოლომდე ვინც დაედევნა და რამდენი იყვნენ ისიც ვიცი" - მირიან ნიკოლაძე
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, მისთვის ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მას დაედევნენ.
"ერთია რამდენი ადამიანი მისდევდა და შემდეგ გიორგის ბოლომდე ვინ მიჰყვა. გიორგის ბოლომდე ვინც მიჰყვა ისიც ვიცი, რამდენი გაყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი. რამოდენიმე ადამიანი დაედევნა. ერთი ადამიანი არ იყო, მაგრამ ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, რამდენი იყო. ამირხანაშვილთან დარჩა რაღაც ნაწილი და რაღაც ნაწილი გაეკიდა ქვემოთ გიორგის" - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლაძემ განაცხადა, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობს გულისხმობს.
სიახლეები
- რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა
- ბოსტნეულის კატლეტი
- “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას - ჩემს ხუთივე შვილს” - წერს მამუკა ხაზარაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში
- „ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - შიმშილობა გედევან ფოფხაძემაც გამოაცხადა
- ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას წლები დასჭირდება