დევნილ ოჯახებს სოფლად სახლებს შეუსყიდიან
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 71 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის. თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებს შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენაში ეხმარება.
აღნიშნული პროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს. სახელმწიფომ სოფლად სახლი, ჯამში, უკვე 4000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, სოფლად სახლი, დამატებით, 500-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს