"სიკვდილზე ვისაუბრეთ"- ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს
"სიკვდილი არის ყველაზე დიდი ილუზია, სანამ დადგება, ის არსებობს ჩვენში და რომ დადგება, ის უკვე აღარ არსებობს.
ანუ მეორედ ვეღარ მოვკვდებით, გარდამავალი წერტილია.
რაღაც ფრაზას მოჰყვა ამაზე საუბარი,"- ამის შესახებ ნიკა გვარამიას გადაცემაში, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა.
მისი თქმით ლისზე ყოფნის დროს თამარს სიკვდილზე ესაუბრა.
"ადამიანი არის დინებაში და როცა ამ დინებაში ადამიანი გარდაიცვლება, ეს ყველაზე დიდი საშინელება არის-მეთქი, ეს ვუთხარი. თუ ადამიანი გარდაიცვლება უცოდნელობაში, ანუ ცოდნაში ნაკლებობით, ეს მისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა და ამას უკვე სიკვდილზე საუბარი მოჰყვა.
თამარმა კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და პასუხს არ დაელოდა, მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო." - აცხადებს ლობჟანიძე.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს