"ჩვენზეა დამოკიდებული როდის დამთავრდება შეზღუდვები მესტიაში" - სოზარ სუბარი
მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად ცხელების ცენტრში რომ მისულიყო, - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ტესტირება ჩაიტაროს.
„გუშინდელთან შედარებით, დღეს ორნახევარჯერ მეტი ტესტი გაკეთდა, დაახლოებით 900-მდე ავიდა. მგონი, ლენჯერი სრულად ამოვწურეთ. დარჩა რამდენიმე ოჯახი, რომელიც არ გამოცხადდა და ალბათ, მოვლენ ისინიც. რაიონიდან დაახლოებით 300 ადამიანია გაყვანილი კარანტინში, ბევრი ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდა. ხვალისთვის იგეგმება დაახლოებით 200-მდე ადამიანის გაყვანა კარანტინში. ვფიქრობთ, კარანტინის კუთხითაც ცხელ წერტილებს ჩავაქრობთ.
დღეს სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინც მომაკითხავს, არც არავინ გაბედოსო. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. რამდენად ჩქარა დასრულდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად ცხელების ცენტრში რომ მისულიყო.
ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიკეთოთ ტესტირება, ამაში სახიფათო არაფერი არ არის” - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სიახლეები
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი
- "დოიაშვილის შემთხვევაზე აქცენტს არ ვაკეთებ, მაგრამ ზოგადად ორმაგი სტანდარტია, როცა იმას აკეთებენ, რაც აწყობთ"- კახა კალაძე
- "როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება" - თეა წულუკიანი
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა
- ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ ბაბილთან, სადაც დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა