200-ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან
მთავრობის მიერ გამოყოფილ ერთჯერად, 200- ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, 0-17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1 დეკემბრამდეა, შესაბამისად, დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომელიც 1 დეკემბრამდე დაიბადება.
ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე 15 აგვისტოდან დაიწყო ელექტრონული რეგისტრაცია. პარალელურად, მოქალაქეებს, თუ ელექტრონულ პორტალზე ვერ შეძლებენ რეგისტრაციას, შეუძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობებს, იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებსა და "ლიბერთი ბანკის" ფილიალებს" მიმართონ.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს