ვინ არიან თვენახევრის ჩვილი და მისი მშობლები, რომელთაც COVID-19 დაუდასტურდა
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აცხადებს, რომ სააგენტოს თანამშრომელს, მის მეუღლეს და თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი თქმით ტესტირება ჩაუტარდა იმ ადამიანებს, რომელსაც ინფიცირებულ თანამშრომელთან შეხება ჰქონდა.
„3 დღის წინ ჯერ ჩვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკის ჯგუფში მოხვდნენ მშობლები. მათ ტესტი აუღეს და ჩვენს თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია დედაც, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს. ჩვენთან მკაცრად არის წესები დაცული. ჩვენი თანამშრომლის ოთახში ვინც შედიოდა და ჰქონდა მასთან შეხება, რა თქმა უნდა, ტესტირება ჩაუტარდა. ტესტირება ვისაც ჩაუტარდა, ყველას პასუხი უარყოფითია. ეპიდემიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, გარე კონტაქტები ვისთანაც ჰქონდა, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ,“ - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს