ეს დები შატილიდან, იმ საბედისწერო მიკროავტობუსით ბრუნდებოდნენ – ავტოკატასტროფის უმძიმესი შედეგები
შატილის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას ბოლო მონაცემებით 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი გადარჩენილი მგზავრი კი სიცოცხლისთვის ამ წუთებშიც იბრძვის.
გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ერთი ოჯახის წევრებიც არიან. შატილში, საბედისწერო ტურში დები – მედეა და ხატია დევსურაშვილები იმყოფებოდნენ. 25 წლის მედეა სხვებთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა, მასზე უმცროსი, 23 წლის ხატია კი ამ წუთებში სიცოცხლეს ებრძვის. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, თუმცა ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, შესაბამისად გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ასევე გარდაცვლილია გოგონების ახლო მეგობარიც.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს