"11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა - მიწა უნდა გვქონდეს ფეხქვეშ გახეთქილი" - ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი, თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ყველაფრი აინტერესებს. ყველაფერში ცხვირს ყოფს. ზუსტად იცის, ვინ როდის ფენს და იღებს სარეცხს, ვინ ვისთან წევს – ეს ყველაფერი თავისი საქმე ჰგონია და საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს.
სამაგიეროდ მისი საქმე არაა, თუ სადმე ჩხუბს შენიშნავს, პატრულის გამოძახება; თუ ძლიერი სუსტზე ძალადობს, თავად ჩარევა ან პოლიციისთვის მიმართვა.
აი ეს გახლავთ ციციკორეების ქვეყნის რიგითი მოქალაქის მენტალიტეტი.
და ამ ციციკორეების ქვეყანაში ძალადობის პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილი 11 წლის ბავშვი, რომელმაც არც იცის რა არის სიკვდილი, ვერავისთან გასაქცევს ვერ ნახულობს და აქედან გარბის – თავს იკლავს!
11 წლის ბავშვი იკლავს თავს!
ეხლა დადექით მეზობლებო, ახლობლებო, ნათესავებო და წვრილად გაიხსენეთ, ვის როდის გესმოდათ ხოლმე ბავშვის ტირილი, მოძალადის გინება, ცემის ხმა! გაიხსენეთ როგორ გადააქნევდით ხოლმე თავებს ნწნწ–ს ძახილით და სერიალის ყურებას აგრძელებდით და მერე მარკეტში რიგში უყვებოდით ერთმანეთს რაც ნახეთ ან გაიგონეთ.
11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა – მგონი ბოლომდე ვერ ვხვდებით რა მოხდა თორემ რომ ვხვდებოდეთ მიწა უნდა გვქონდეს ფეხქვეშ გახეთქილი და აღარც უნდა ვიყოთ საერთოდ," - წერს ირინა სარიშვილი Facebook-ზე.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს