დღეიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდება
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.
„იმპლემენტაციის მომზადების ერთწლიან პერიოდში: მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები.შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა. ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები. თითოეული თვითმმართველობისთვის გადამზადდა 200 -მდე სოციალურ მუშაკი.
გადამზადდა მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები. გადამზადდა სხვადასხვა უწყების 400-ზე მეტი საჯარო მოხელე. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით და UNICEF – ის ფინანსური მხარდაჭერით, კოდექსის ფარგლებში ამუშავდა ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111.
საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსის კოორდინაციისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი - ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო”, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში კომიტეტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დონორები - გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირი(EU), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ( FES).
სიახლეები
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ქუთაისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საკითხი დიდ გამოწვევად რჩება" - ელეონორა არჩაია