ღია სივრცის მქონე კვების ობიექტებისთვის რეგულაციები მსუბუქდება
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის დასხდომა დასაშვები ხდება.
აქამდე მოქმედი რეგულაციით ეს რაოდენობა ექვსით არის განსაზღვრული. განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. დახურულ სივრცეებში ექვსკაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება.
მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
- ღია სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაგიდების და დასაჯდომი ადგილების ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
- სკამების საზურგეებს შორის მანძილი - არანაკლებ 1 მეტრისა;
- ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 12 მომხმარებელი;
- დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
- იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
- გამასპინძლებისას უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
- სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
ახალი წესები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ხვალ გამოქვეყნდება. ტელეკომპანია "იმედმა" ექსკლუზიურად მოპოვებული რეკომენდაციები გაასაჯაროვა.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს