,,დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, გუშინ ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება... საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება..."
დღეიდან, საქართველოში სოციალური ღონისძიებების გამართვის აკრძალვას სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძე ეხმაურება.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვეა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჯებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპატიური ოჯახი. საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება, ოიიიი, როგორ უწმაწურად იგინება.. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის.
საქმეა ახლა ეს?
ვეჭვობ, შაბათის, კვირის და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები, მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც, რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ ასე არ ვიზარალებდით. რაცაა ისაა, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც ამ წესის დამდგენიც და ჩვენც.
უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეთ', - აღნიშნულია გარდენიის გვერდზე გავრცელებულ პოსტში.
სიახლეები
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი