"კორონავირუსის ახალი შემთხვევები იქნება და ამას უნდა მივეჩვიოთ"
ახალი შემთხვევების რაოდენობა იქნება და ამას უნდა მივეჩვიოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ კორონავირუსის ახალი შემთხვევების პროგნოზის შესახებ საუბრისას განაცხადა, თუ ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, ქვეყანა უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ინფექციის ლოკალიზება.
„პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენად შეიძლება იყოს შემთხვევების ზრდა, შიდა გათვლები ამაზე მიმდინარეობს, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა კიდევ ასე ორი კვირის განმავლობაში, უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ინფექციის ლოკალიზება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარა, რომ იქ მდგომარეობა დასტაბილურდეს.
ამ ტიპის, რაც ახლა გვაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, იქნება და უნდა მივეჩვიოთ ადაპტაციას, თანაცხოვრებას ამ მდგომარეობასთან, იმიტომ, რომ კორონავირუსული ინფექცია არსად არ გაქრება კიდევ დაახლოებით, 1 წელი. მაგრამ ის, რომ დიდი ლოკდაუნები იყოს, დიდი შეზღუდვები, რომელიც ეკონომიკას გააჩერებს, ეს უკვე არსად არაა რეკომენდებული და არ ხდება გარდა ამ ე.წ. წერტილოვანი დარტყმებისა. ეკონომიკამ უნდა იმუშაოს, ჩვენ ყოველდღიურ ჩვეულებრივ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, მაგრამ სიფრთხილით, რეკომენდაციების დაცვით. შემთხვევების რაოდენობა გვექნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი