როგორი ამინიდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 10-11 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რეგიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
„დღეს და ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან უნალექო ამინდი იქნება 11 ნოემბრის ჩათვლით. დღეს დაიკლო მთელ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, მაქსიმალური ტემპერატურა 15-19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 8-9 ნოემბერს კვლავ მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 20-22 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 19-20 გრადუსი. 10-11 ნოემბერს მცირე ღრუბლიანობის ხარჯზე შეიძლება ცალკეულ რაიონში უმნიშვნელო ნალექი აღინიშნოს“, -განაცხადა გვაზავამ.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია