ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით #59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გარდაიცვალა.
მას თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
"59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მართვით თანმხლები დაავადებებიდან, ქრ. Bჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრ.უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი, არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო იმყოფებოდა ინოტროპულ_ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე, სეპტიცემია სტაფილოკოკებით გამოწვეული აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, არასტაბილური წნევა და ოქსიგენაცია.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ავთანდილ ოსეფაიშვილი 65 წლის იყო.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია