"არც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების შეჩერებაა სწორი"
"თითქმის ყველა გარდაცვლილი, კოვიდით დაავადებული, იმარხება უმოკლეს დღეებში. ძალიან ხშირად - იმავე დღესაც", - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ Facebook პოსტით ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ისეთი მნიშვნელოვანი ტრადიციებიც კი, როგორიც უკანასკნელი პატივგების რიტუალია.
"ისეთ ადამიანებს ვკრძალავთ ყოველგვარი პანაშვიდების, ქელეხების და სათანადო დატირების გარეშე, რომლებიც თავად იყვნენ აუარება ჩვენთაგანის მეოხი მსგავს შემთხვევებში... და ეს სრულიად გასაგებია ახლა, იმიტომ რომ ომია!! არაა დრო ჩვეულებების..
არაა დრო ბევრი რამის.. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ ამ ომიდან. ჩემი აზრით, არც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების შეჩერებაა სწორი. გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით, როგორც ომიანობას შეჰფერის.
გავრცელების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ!
მკურნალობაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური- პროფილაქტიკაა!", - წერია დავით გადელიას Facebook პოსტში.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი