"სულისშემძვრელი წერილები კი მრავლად არის, მაგრამ დღეს ასეთიც მივიღე..."
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე არაერთი წერილის ადრესატია. მას ხშირად წერენ წერილებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ამჯერად გიორგიმ ერთ-ერთი გზავნილის გასაჯაროება "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადაწყვიტა:
"სულისშემძვრელი წერილები კი მრავლად არის, მაგრამ დღეს ასეთიც მივიღე:
"საღამო მშვიდობისა ბატონო გიორგი... გაწუხებთ ბოდიშის მოხდით..მაინტერესებს, წიგნებს მხოლოდ სტიპენდიატებს ჩუქნით თუ სხვა ადამიანებსაც აქვს შანსი??
ჩემი მეუღლე არის ძალიან კარგი მკითხველი, ასევე წერს ლექსებს ჩანახატებს..თუმცა ამას პიარისთვის არ გწერთ..უბრალოდ წიგნებს ვერ ვყიდულობთ, ქირით ვცხოვრობთ, ჩვენს 4 წლის გოგონასთან ერთად..არის შემთხვევები პურის ფულით წიგნი გვეყიდოს, მაგრამ თუკი შანსი არსებობს, ახალი წელი მოდის და მინდა გავახარო ჩემი მეუღლე..არანაირ თანხას არ ვითხოვ..თუ შესაძლებელია წიგნებს ვიჩუქებდით სიამოვნებით ნებისმიერს. მადლობა.
თქვენი მკითხველი."
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"