"ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოხდა საქალაქო სასამართლოში – ადამიანმა სცადა სასამართლო შენობის დაწვა, რაც არის ყველა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე აქტი.
„ასეთ დროს არგამიჯვნა ასეთი ქმედებისგან თავისთავად მეტყველებს საერთო სულისკვეთებაზე. პოლიტიკური ტერორიზმი და ჩვეულებრივი ტერორიზმი, ზოგადი ტერორიზმი არის მათთვის აბსოლუტურად მისაღები მოვლენა, ეს არის მათი საერთო ხელწერა. მთლიანობაში რასაც ისინი აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს არის ერთგვარი ტერორი ქართველი ხალხის წინააღმდეგ – მუდმივად რაღაცა არეულობის მცდელობები, რევოლუციის სცენარების დაგეგმვა. თუმცა ამ შემთხვევაში ამ ტერორიზმმა შეიძინა უკვე კონკრეტული დანაშაულის სახე. როდესაც ამას არ ემიჯნები, თავისთავად ბუნებრივად იშიფრავ საკუთარ ბუნებას თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Latest from ნინო
- "ცხრა წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს"- ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოდან
- "რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის - პროტესტი არ ჩერდება" - სალომე ზურაბიშვილი
- "მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს" - ირაკლი კობახიძე
- „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“ - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი განცხადებას ავრცელებენ