,,მღვდელმსახურების ამგვარი ქცევა ვნებს პატრიარქს" - ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ქცევა ვნებს პატრიარქს და ანგრევს ეკლესიის რეპუტაციას.

,,აი, ასეთი ტექსტები და მღვდელმსახურების (მით უმეტეს, მაღალ იერარქების) ამგვარი ქცევა ვნებს პატრიარქს, ანგრევს ეკლესიის რეპუტაციას და, ბევრად უარესი, აზიანებს ქრისტიანობას, როგორც რწმენას და იდეას.
ქრისტიანობის მაგიამდე და "ფოკუზნიკობამდე" დაყვანა ისაა, რასაც ვოლანდი აკეთებდა "ოსტატსა და მარგარიტაში". ოღონდ, ასეთი აბუჩად ასაგდები სისულელეები ბულგაკოვმაც კი ვერ მოიფიქრა. სირცხვილია და მავნებლობაა!", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში