"ბიზნეს სექტორის უკან ათასობით ოჯახია, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული"
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მეგობრებო!
დღეს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად არის, მისი უდიდებულესობა სამოქალაქო
საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობა!
არა კლუბებში დაბოლილი ზომბები, არა ნაციონალების რუპორი ქაჯები, არა ზონდერ წვრილფეხობა, არამედ სოლიდური, ბიზნეს სექტორი გამოდის ქუჩაში!
მე წლებია მიმყავს ბიზნეს-დაჯილდოების ცერემონიალი.
კარგად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყოველდღიური, დაუღალავი შრომით, დადეს კონკურენტუნარიანი პროდუქტი და მისი წარმატებული ექსპორტი მოახდინეს.
მათ მრავალ, პრესტიჟულ კონკურსზე ასახელეს ჩვენი სამშობლო!
ეს ის ხალხია, რომლებმაც სანამ ფბ.ლომები თითებს იცვედნენ "კაკუნით" შექმნეს ქვეყნის დოვლათი, უცხოელებს გააცნეს საქართველო, ჩემოიყვანეს ტურისტი, აჩვენეს ეკონომიკური ზრდის მაღალი კოეფიციენტი!
ღვინის კომპანიები, რესტორნები, ყველის კომპანიები, სასტუმროები, ხელნაკეთი ნივთების კომპანიები, მცირე და მსხვილი ბიზნეს სექტორი დღეს აპროტესტებს შერჩევით სამართალს, უნიათო გადაწყვეტილებებს და საკუთარი უფლებების უხეშ დარღვევას!
გავიხსენოთ, როგორ ვგულშემატკივრობდით ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს მსოფლიო ტურიზმის თავკაცად! ის მაღალი ტრიბუნიდან ცდილობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას.
ჩვენი ზამთრის და ზაფხულის კურორტები, რომლებიც არ ჩამოუვარდება ევროპულ ანალოგებს, ჩვენი წყალი და ჩვენი საკვები, რომელიც არამატერიალური საგანძური გახდა!
ბიზნეს სექტორის უკან ათასობით ოჯახია, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული.
დღეს ცხადდება ერთდღიანი ბოიკოტი.
კვების ობიექტები წყვეტენ მუშაობას.
სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციას თავის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.
არანაირი პოლიტიკა!
არანაირი პოლიტიკოსები!
მხოლოდ ჯანსაღი სამოქალაქო პროტესტი-ესაა ჩემი მეგობრების მამოძრავებელი არგუმენტი!
ვისწავლოთ არგუმენტირებული კრიტიკის მიღება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დამოუკიდებელი, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება!
ამ კრეატიულ, დაუღალავ, განათლებულ ქართველებზე დგას ქვეყნის სამომავლო განვითარება და კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა!
P.S.არავინ გაბედოს სამოქალაქო სექტორის პოლიტიზირება და საკუთარი ურეიტინგო პარტიების გაპიარება!!!!"- წერს ის.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"