"ხელების კანკალით მემუდარებოდა" - ნიკა გვარამია 18 წლის ქუთაისელი გოგოს წერილს აქვეყნებს
მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში 18 წლის ქუთაისელი გოგოს წერილს აქვეყნებს:
"ისტორია რუბრიკიდან "ჩემი გამოქვეყნებული ნომერი"
მიყვება 18 წლის გოგო ქუთაისიდან (ტექსტი გადმოტანილია უცვლელად): . ძალიან , ძალიან ცუდადვარ. ასე არასდროს ვყოფილვარ, სინანულის , სიყვარულისა და შეცოდების მომენტი ერთდროულად მაქვს .. დღეს ქუთაისში ვიყავი, საყიდლებზე , როდესაც ვბრუნდებოდი სახლში ერთ-ერთ ქუჩაზე შემხვდა ბებო,რომელიც ხელსახოცებს ყიდდაა, მახსოვს ტელეფონზე ვსაუბრობდი , როდესაც შემომეფეთა და მთხოვდა იყიდეო. არც მივაქციე ყურადღება ისე ცივად გავუარე, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვბრუნდი და ვკითხე რა ღირს ბებო მეთქი და 1 ლარიო, იმ მომენტში 20 ლარიანი მედო ჯიბეში და კიდევ 2 ლარი:( ამოვიღე 2 ლარიანი და მივეცი მას , ვთხოვე , არაფერი მომცე ეს დაიტოვე მეთქი , მაგრამ თურმე ისყველახე კეთილი და საყვარელი ბებო ყოფილა ... ხელების კანკალითა და მუდარით მეხვეწებოდა ბებო გეხვეწები 2 გეკუთვნის არ დამღუპო აიღეო , თითქოს სინდისი დატანჯავდა , რომ ჩემი კუთვნილი არ მოეცა , წამოვედი , გამომეკიდა და გულზე თავისი დამჭჯნარი ხელებით მაწეპებდა ამ 2 სალფეთქს და ცრემლი წამოუვიდა , არა გთხოვ ბებო მხოლოდ 1 ს ავიღებთქო და გამოვიქეცი,იმიტომ,რომ ვიცოდი გამომსდევდა .//: სინდისი მაწუხებს.
რას გადამიწყვეტდა ის 20 ლარიანი , რატომ 2 და არა 20? ან ის 1 ცალი სალფეთქიც როგორ წამოვიღე :(( იცი? ყოველ დღე ვხედავ გაჭირვებულებს,უკვე ყველა ერთნაირია, მაგრამ ის სხვა იყო , ყველაზე კეთილი ბებო იყო.. ხო მე 18 წლის ვარ, მინდა ვიპოვოთ ბებო და დავეხმაროთ ძალიან მცირედით მაინც ... მეც მყავს ბებო და ზუსტად იგივე იყო, ყველაზე ფაფუკი და თბილი" - ვკითხულობთ წერილში.
სიახლეები
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე