“განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი, ძალად ძველი ბიჭებისთვის” – რა მიმართვას ავრცელებს გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დამატებით კომენტარს აკეთებს ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე და წერს:
“განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი ძალად ძველი ბიჭებისთვის – აქ პრობლემა ბერას ემოციაში და თუნდაც პასუხის მოთხოვნის სურვილში კი არ არის, არამედ იმაში, რომ კანონის დაცვის გარანტი სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები იწყებენ კანონის მიღმა ძალისმიერ მოქმედებებს კერძო ინციდენტის “მოსაგვარებლად”.
გირგვლიანის თემა იმით კი არ იყო განსაკუთრებული, რომ “აბაროტის” აღების დროს შემოაკვდათ, არამედ იმით, რომ ეს ჩაიდინა სისტემამ კერძო პირის შეურაცხყოფის სამაგიეროდ. სისტემას არც მაშინ უნდოდა გირგვლიანის მკვლელობა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, ერთი ორს შემოუტყლაშუნებდნენ და დღესაც ცოცხალი იქნებოდა. იმ ბავშვებსაც წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, თავი არ წაეხარათ, ვისაც სახლში მიაკითხეს, მაშინ როგორ მოიქცეოდა სისტემა?… ასეთი გარჩევები ხან. მშვიდობიანად მთავრდება, ხან ტრაგიკულად.
როცა ასეთ კონფლიქტზე კერძო პირი მიდის, ეს მისი და მისი შესაძლო მსხვერპლის პრობლემაა. როცა ამაზე მიდის სისტემა, ეს სახელმწიფოს, როგორც ძალის გამოყენებაზე მონოპოლისტის პრობლემაა.
ამიტომ ვაპროტესტებდით გირგვლიანის მკვლელობას განსაკუთრებით. ამიტომ გვიპირისპირდებოდა სისტემა განსაკუთრებული გააფთრებით და არა გინების შერჩენა არშერჩენის გამო, სადამდეც ცდილობს ახლაც, როგორც მაშინ ხელისუფლება საკითხის დაყვანას. ამ ამორალურ კამპანიაში, სამწუხაროდ ბევრ ისეთ ადამიანს ვხედავ, რომელთან ერთადაც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის გირგვლიანის სახელით… ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ…” – წერს გია ხუხაშვილი
.
ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი