ანაფილაქსია - რა უნდა ვიცოდეთ?
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ანაფილაქსია - რა უნდა ვიცოდეთ?
- რა დროში იწყება ანაფილაქსია?
- 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან.
- არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?
- სამწუხაროდ, არა.
- თუ არ ვარ ალერგიული, შეიძლება დამემართოს ანაფილაქსია?
- შეიძლება.
- თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?
- ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში).
- რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?
- უმთავრესად ეს არის ქავილი მთელი სხეულის, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება.
- 70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.
- 10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;
- 30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.
- 20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით.
- რა იწვევს ანაფილაქსიას?
- ძირითადად ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა.
- რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?
- ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:
1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით
2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)
3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით)
- რა არის ანაფილაქსიის მეორე ტალღა?
- 80%-ში ანაფილაქსია ერთტალღიანია.
- 20%-ში შეიძლება განვითარდეს მეორე ტალღა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ადამიანს აქვს ანაფილაქსია, მერე მისი მდგომარეობა უმჯობესდება და გაუმჯობესებიდან 1-12 საათში ისევ ემართება მეორე შეტევა (ბიფაზური ანაფილაქსია).
- რით მრთავდება ანაფილაქსია?
- 98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური სუნთქვა (საჭიროებისამებრ).
- შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?
- ძალიან იშვიათად.
- ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ კეთდება დაგვიანებით, კეთდება კუნთის ნაცვლად კანქვეშ (გვიანდება მოქმედება) ან თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად.
- რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცველების მიზეზი?
- ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო.
- დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება;
- არითმია და მიოკარდიუმის ინფარქტი- გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო;
- რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?
- ზოგადი ალბათობა არის 0.05% "- წერს ის.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის