მარტვილში, ტაძრის კედელზე პატრიარქის მოხატულობა დააზიანეს - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მარტვილში პატრიარქის მოხატულობა დააზიანეს ტაძრის კედელზე. ცხადია, რომ ეს ვანდალიზმია. ალბათ არსებობს ვარაუდები, ვისგან და ვისი მიმდევრებისგან შეიძლება ეს მოდიოდეს, იმის გათვალისწინებით, სად მოხდა და ვისი სიძულვილის ლექსიკის შედეგი შეიძლება ეს იყოს.
ნაწილს გაუკვირდა, რა უნდა პატრიარქის მოხატულობას ტაძრის კედელზეო, მეც თავდაპირველად გამიკვირდა, თუმცა, თუ სწორად მახსენდება, ტაძრების მოხატულობაში ყოველთვის იყო ყოფითი ეპიზოდებიც, საუკუნეების განმავლობაში მეფეების ფრესკები, რომლებიც მაშინ წმინდანებად არ იყვნენ შერაცხულები, ასევე ტაძრების ქტიტორებიც იყვნენ გამოსახულები ტაძრების კედლებზე და ა.შ.
ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს ვანდალიზმზე და დაზიანებაზე, შემდეგ კი შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე შემსრულებლებმაც და სიძულვილის ლექსიკით გამოხატულმა დამკვეთებმა.
მიუხედავად იმისა, ვის ვინ ესიმპატიურება ან არ ესიმპატიურება, მსგავსი რამე მიუღებელია თანამედროვე საზოგადოებისთვის, როგორც სიძულვილის ტირაჟირების, ასევე ვანდალიზმის კუთხით,"- წერს ის.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი