საქართველოს გაუმარჯოს! - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„შეთანხმება საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად შეთანხმების ხელმოწერას. თქვენ ხალხის ინტერესები წინ დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ყველა მხარეს“,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობდა. ხელმოწერის ცერემონიას შარლ მიშელი ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი