"გადადგა მისთვის მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი ნაბიჯი" - ირინა სარიშვილი
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ყოფილი პარლამენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმაურება.
"ნიკა მელიამ გადადგა მისთვის მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი ნაბიჯი – ამნისტიის სანაცვლოდ თანახმაა ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე.
ფაქტია, რომ ამ ნაბიჯით ნიკა მელიამ მოხსნა გავრილოვის ღამის დარბევაში მონაწილე სამართალდამცავი კრიმინალების განთავისუფლების საფრთხე, თან უაღრესად რთული მდგომარეობიდან გამოიყვანა ამნისტიის მუხლზე ხელმომწერი ოპოზიციონერები.
მანამდე ნიკა მელიამ საკუთარი თავის გადადებით პატიმრობისთვის, ჩიხში შესული სიტუაცია გააცოცხლა, რის გამოც დადგა ის შედეგი, რაც დადგა.
ვფიქრობ, ჯერ ჩიხიდან და შემდეგ ხაფანგიდან დახსნილი ოპოზიცია მესამედ აღარ გაყოფს თავს ყულფში და სწორ დასკვნებს გაკეთებს, რაც აუცილებლად წაადგება ჩვენს საერთო საქმეს. საქმეზე ვლაპარაკობ, თორემ ვინ ვინ არის, ამ პროცესებმა შესანიშნავად გვაჩვენა ყველას.
ნიკა მელია,
ბრავო!", - წერს ირინა სარიშვილი.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი