"ქოცებს პანდემიასთან ბრძოლა სიცხის გაზომვა და ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ჰგონიათ"
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ქოცებს პანდემიასთან ბრძოლა ჰგონიათ ეკონომიკის ჩაკეტვა, კომენდანტის საათი, უქმე დღეების გამოცხადება, სიცხის გაზომვა და ცენტრალური ქუჩების მორეცხვა.
სინამდვილეში ერთადერთი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი - ვაქცინის დროულად შემოტანა და 3.7 მლნ ადამიანის აცრა, რომ ხალხი კოვიდით აღარ დახოცილიყო და თან ეკონომიკა აგვემუშავებინა, რაღაც პერსპექტივა გაგვეჩინა.
ამ ეტაპზე აცრილია ნაწილობრივ აცრილია 77.000 ადამიანი, მოსახლეობის 2%, სრულად - 13.000 ადამიანი.
შედარებისთვის, ისრაელში აცრეს 5 მლნ ადამიანი - 56%.
პრემიერი ნეთანიაჰუ თურმე ფაიზერს პერმანენტულად ურეკავდა, აწუხებდა, ღამის სამ საათზეც კი, როცა ჩვენთან ქუჩებს რეცხავდნენ და საბჭოთა "მუშკეტერებს" ტაშს უკრავდნენ, აივნებიდან.
თან, როგორც ფაიზერმა განაცხადა, თურმე ჩვენნაირ ქვეყნებს აქეთ სთავაზობდნენ დოზებს და ამათ ჩინური სინოფარმი შემოიტანეს.
ვაქცინის წარმომავლობას ვინ ჩივის, ვებ-გვერდიც კი ვერ მოაწესრიგეს, რომ ადამიანები აცრაზე ნორმალურად დარეგისტრირებულიყვნენ.
ასე აკეთებენ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს.
მადლობა ნდობისთვის - 41,"- წერს ის.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია