"რა კობახიძე?! რა ღარიბაშვილი?! რა ტიკარაძე?! ვინ არიან? აქ როგორ მოხვდნენ?"
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ივანიშვილის პირველი "წასვლის" შემდეგ გამახსენდა ეს ანეკდოტი. ახლა უფრო აქტუალურია:
ახალგაზრდა ბიჭი რო იღვიძებს ნაცემი. წინა ღამის არაფერი ახსოვს. მამას ეკითხება, რა მოხდაო.
რა და, შვილო, გატიალებული რო მოეთრიე სახლში, ეგ არაფერი, ვიფიქრე, ვის არ დაულევიაო.
გატრაკება რომ დაიწყე, ვიფიქრე, სკოლა დაამთავრა ბიჭმა, ერთხელ ხდება, ჯანდაბას, გავუტარებო.
მერე, მე და დედაშენს რო აგვიშარდი და გინება დაგვიწყე, კი გამიჭირდა თავის შეკავება, მაგრამ ვიფიქრე, მალე დაიძინებს და ხვალ ვესაუბრები მეთქი.
მაგრამ ოთახიდან გასვლამდე როიალზე რო აძვერი, ზედ მოისაქმე, შიგ ასანთები ჩაარჭე და გამოაცხადე, აწი ამ ზღარბმა ჩვენთან უნდა იცხოვროსო, აი მანდ ვეღარ გავძელი და გაგიგდე წიხლქვეშო.
ხოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ხელისუფლება კი არა, ივანიშვილის დანატოვარ ზღარბში ჩარჭობილი ასანთის ღერები მართავენ ქვეყანას.
რა კობახიძე?! რა ღარიბაშვილი?! რა ტიკარაძე?! ვინ არიან? საიდან მოვიდნენ? აქ როგორ მოხვდნენ?
სალომე ზურაბიშვილსაც დავამატებდი, მაგრამ აგერ შარლ მიშელთან ერთად რაღაც სვეტი გამოუქვეყნებია - ღმერთო, ასეთ მეგობრებს მიმიხედე, მტრებს მე მივხედავ," - წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა