"ვიცი, რომ შეიძლება საზოგადოების ნაწილი გამიბრაზდეს" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე
კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სავარაუდოდ, მისი ფეისბუქსტატუსი ტელეკომპანია "იმედის" მორიგ გადაცემაში მონაწილეობას ეხება.
"ცხოვრებაში მეც დამჭირვებია მიტევება, მაგრამ ან არასდროს მპატიობდნენ, ან იმდენად გვიან, რომ წლები იყო გასული…
გაბრაზება და სამაგიეროს გადახდის სურვილი მაცდურია…
ბევრად უფრო რთულია, საკუთარ თავში იპოვო ძალა და წყენის მიტევება შეძლო…მივუტევოთ და მოგვეტევება… კვლავ მივუტევოთ და კვლავ მოგვეტევება…
დღეს რომ თავი მაღლა დავიჭირო, ხვალ შეიძლება თავად აღმოვჩნდე მძიმე განსაცდელში…
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ რაც უნდა მომხდარიყო ცხოვრებაში, თავს მაღლა არასდროს ავწევდი და ისევ უბრალო ადამიანად დავრჩებოდი… პირობა უნდა შევასრულო…
განა მე არ ვიცი, რომ შეიძლება საზოგადოების ნაწილი გამიბრაზდეს? ვიცი… მაგრამ საკუთარ თავთან მართალი თუ არ ვიქნები, მე ვერ შევძლებ მშვიდად ცხოვრებას…
ექიმს ყველაზე მეტად მოეთხოვება სულგრძელობა და დათმენა…
არანაირი სარგებელი არ მქონია ამ ყველაფრიდან, არანაირი… გავა დრო და თავადაც დაინახავთ, რომ იმ ყველა პირობას ჩემით შევასრულებ, სხვების გარეშე", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი