ამ გვერდის ამობედვა

"ნიკა რურუა მოკლა სიძულვილმა, იმ გამმეტებლურმა კოშმარმა, ქართულ პოლიტიკას რომ ვუწოდებთ"

მწერალი ლაშა ბუღაძე  ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმაურება:

 

"ნიკა რურუა მოკლა სიძულვილმა, იმ გამმეტებლურმა კოშმარმა, ქართულ პოლიტიკას რომ ვუწოდებთ. ანკი ვისი გული, ფსიქიკა ან თავმოყვარეობა შეიძლება იყოს დაცული ამგვარ მახინჯ რეალობაში?! მისი გარდაცვალება - ვინც რა უნდა თქვას, ამ ისტერიკის შედეგია, ხოლო მისი ცხოვრება - ასევე, ვინც რა უნდა თქვას - თავისუფლებისკენ სწრაფვის ორმოცდაათწლიანი უწყვეტი პროცესი. ვინც ნიკას იცნობდა, მას ამა თუ იმ ფორმით სამუდამოდ დაემჩნევა მისი ინდივიდუალობის კვალი.” - აცხადებს ლაშა ბუღაძე.


Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
წაკითხვა 1368 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 05 2018