ამ გვერდის ამობედვა

საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ისრაელიდან მიღებული ინფორმაცია საყურადღებოა.

„იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ახლა?! - ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია. საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია.

 

„ფაიზერის“ ეფექტიანობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არის დავარდნილი 64%-მდე. მანამდე კვლევები აჩვენებდა 88% ეფექტიანობას. თქვენ წარმოიდგინეთ დაბალ ეფექტიანი ვაქცინების ეფექტიანობა რა არის….

 

შეგახსენებთ, ადრეულმა კვლევებმა გვაჩვენა რომ „ფაიზერის“ ეფექტურობა იყო 88% და „ასტრაზენეკას“ 60% დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. სხვა ვაქცინების შესახებ ინფორმაცია არ არის.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ …“,- წერს ფხაკაძე.

წაკითხვა 543 ჯერ