იმედი აქვთ, იმდენად ბანძები ვართ, ეს გაგვამხიარულებს - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინალურ მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება არამართლზომიერია მდგომარეობის შეფასებაში და, შესაბამისად, პოლიტიკის დაგეგმვაში.
ფანჯიკიძე საზოგადოებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების გახშირების პასუხად საზოგადოება უნდა ერთიანდებოდეს, ჩვენ კი, ამის ნაცვლად, ყველა შესაძლო მცირე ჯგუფად ვიყოფით.
"გრძელდება ქვეყნის ყანყალი და ჩამოშლა - ბათუმში ცემეს უცხოელი დიჯეი, მთაწმინდიდან გააქრეს, გაიტაცეს ავსტრალიელი გოგო, რუსთავში გააუპატიურეს უცხოელი გოგო, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია ჰოსპიტალიზებული... (მხოლოდ ბოლო ორი დღის საშინელებათა ჟანრიდან ამბები ამოვკრიბე).
ამგვარი და ყველა სხვა რეალობების გამო ჰოლივუდმა გააუქმა საქართველოში, კერძოდ სვანეთში დაგეგმილი გადაღებები. მესმის, რომ პროგრესისმოძულე, ჩეჩმის მარადიულობის ერთგული ზოგიერთის მიდრეკილებებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ ჰოლივუდზე არავინ ცოხნოს ახლა აზრები, ჰოლივუდი და გეგმის გაუქმება სიმბოლურად ასახავს ყველა იმ ნაბიჯ-ნაბიჯ, წვალებით და სისხლით გაჭრილი კარების ამოქოლვას, რომელიც ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების უსაზღვრობას უკავშირდება. და ამ ყველაფრის ფონზე, მალე რომ აღარც ტურისტი გვეყოლება, ჩავიხრჩობით უპერსპექტივობაში, მთავრობის მთელი აქტივობა და მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამჯერად მუზეუმის თანამშრომლების წინააღმდეგ. მეტი უფრო აქტუალური ვერაფერი წავიკითხე. ააა, ხო, კიდევ ყოფილ პრემიერს ზურგსუკან როგორ ჭორავდნენ, იმას ყვებიან ახლა ხმამაღლა და იმედი აქვთ, რომ იმდენად ბანძები ვართ, ეს გაგვამხიარულებს და მოგვეწონება.
და რას ვაკეთებთ ჩვენ, ეს უჭკუო, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ერი? - ყველა შესაძლო მცირე ჯგუფად ვიყოფით და ხორცს ვაძიძგნით ერთმანეთს", - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
- ,,სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ფაქტია – სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ის არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ბევრ ადამიანს მართვის მოწმობა შემოსავლის წყაროსთვის სჭირდებოდა, ეს ინიციატივა კი მათ ამის შესაძლებლობას დაუბრუნებს"- შალვა პაპუაშვილი
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება