"თქვენი დახმარება მჭირდება" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდ-19-ის ექსპერტის "დიპლომს" აქვეყნებს და წერს, გამომწერებს მის ქართულ ენაზე თარგმნას სთხოვს.
როგორც ფხაკაძე განმარტავს, ეს ხუმრობაა, თუმცა ბევრი სტრესის ფონზე იუმორი განტვირთვაა.
"
თქვენი დახმარება მჭირდება
ოფიციალურად ყალიბდება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მიანიჭებს უმაღლესი დონის “კოვიდ-19 ექსპერტის დიპლომს”
დიპლომი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე (ჩრთილოეთ კორეაში არ არის აღიარებული ინტერნეტის და ფეისბუქის უქონლობის გამო)
სამეთვალყურეო საბჭოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია (პირობა: ცხოვრებაში ერთი ვაქცინა მაინც უნდა ჰქონდეთ გაკეთებული)
გთხოვთ, ეს სერტიფიკატი გადავთარგმნოთ ქართულად და შესაბამისი დიზაინი გავაკეთოთ (გაცემის ადგილი იქნება პარიზი და და თბილისი)
P. S.:ალბათ მიხვდით რომ ეს ხუმრობაა, მაგრამ ყველა ხუმრობაში არის …….
საკმაოდ ბევრი სტრესია ამ ბოლო დროს და ოდნავ განტვირთვა არის საჭირო" - წერს გიორგი ფხაკაძე.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში