როცა ლელა წურწუმია კონცერტს ატარებს - მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მომღერალ ლელა წურწუმიას კოვიდინფიცირებას და საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმაურება:
"ლელა წურწუმიაზე
ლელა არის მომღერალი.
მე მომწონს, თუ არ მომწონს მისი სიმღერა, ის არის მომღერალი და სიმღერა არის მისი სამსახური.
კონცერტი არის ლელა წურწუმიას მუშაობა.
როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა - მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს.
კონცერტი, რაც მან ჩაატარა - ლეგალურად ჩაატარა.
მისი დამუნათება კონცერტის გამო და ნიშნის მოგება არის ისეთი სამარცხვინო, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა მშრომელ ადამიანს.
ფოკუსი გაასწორეთ - მთავრობის ჩავარდნას სხვებს ნუ აბრალებთ", - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში