"როდესაც "ოცნების" მესვეურები საუბრობენ ერთგულებასა და ღალატზე, უნდა გავერკვეთ, თუ რას გულისხმობენ?"
როდესაც ქართული ოცნების მესვეურები საუბრობენ ერთგულებასა და ღალატზე, უნდა გავერკვეთ, თუ რას გულისხმობენ? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
"თუ საუბარია 2012 წლის იდეალებზე, გეტყვით, რომ თუ ვინმემ უღალატა ფასეულობათა მაშინ გაცხადებულ სისტემას, ეს თვითონ ქართული ოცნებაა.
თუ საუბარია მაშინდელი გუნდის ღალატზე, ის დიდი ხანია არ არსებობს და დღევანდელი ოცნება მეტწილად 2012-ის შემდეგ ბუჩქებიდან გამომძვრალი პერსონაჟებისგან შედგება.
ესე იგი, საუბარია პირადად ივანიშვილის ერთგულებასა და ღალატზე, რომელიც ამ დაჯგუფებას სახელმწიფოზე, კანონზე მაღღლა მდგომად და მთავარ ფასეულობად მიაჩნია. ცოტას გულწრფელად, უმრავლესობას კი გამორჩენის მიზნით.
ჩემი გადმოსახედიდან, საქმე პირიქით არის - თუ ვინმეს ღალატზე შეიძლება საუბარი, ეს თვითონ არიან მარტივი, ბანალური მიზეზის გამო:
თუ შენს წინაშე დგას არჩევანი სახელმწიფო ინტერესების, თუ პიროვნული ერთგულების სახით და შენ არჩევანს აკეთებ პიროვნების სასარგებლოდ, სწორედ შენ ხარ მოღალატე, რადგან ქართული სახელმწიფო განუზომლად დიდი ფასეულობაა, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება, თუნდაც ეს ბიძინა იყოს,"- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი