"უკარგესი ამბები: "სინოვაკი" და "სინოფარმი" არაჩვეულებრივად იცავენ მძიმე კოვიდისგან, ბრწყინვალედაც კი"
ვაქცინოლოგი ნინო გოგიჩაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების - "სინოვაკისა" და "სინოფარმის" შესახებ უახლესი კვლევების შედეგებს გვიზარებს:
"უკარგესი ამბები: ინაქვიტირებული ვირუსები ("სინოვაკი" და "სინოფარმი") არაჩვეულებრივად იცავენ მძიმე კოვიდისგან. ბრწყინვალედაც კი.
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ორი ბოლოდროინდელი სტატიით ორივე ძალიან პრესტიჟულ და სანდო ჟურნალშია გამოქვეყნებული (გამოსაქვეყნებელი). ერთი "ლანცეტში" გამოსაქვეყნებელი პრე-პრინტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით სტატიას რეცენზია არ გაუვლია, მაგრამ გაივლის. და მეორე დაიბეჭდა New England Journal of Medicine-ში (NEJM), ანუ რეცენზია გავლილი აქვს.
1. კორონავაკი ("სინოვაკი") ეფექტურობა - კვლევა ჩატარებულია ჩილეში, გამოქვეყნებული NEJM-ში
ერთი დოზით აცრილ ადამიანებში 15.5% ეფექტურობა კოვიდ-19-ის თავიდან ასარიდებლად, 37.4% ეფექტურობა საავადმყოფოში მოხვედრისგან და 45.7% ეფექტურობა კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის წინააღმდეგ.
სრულად აცრილ ადამიანებში: 65.9% ეფექტურობა კოვიდ-19-ის თავიდან ასარიდებლად, 87.5% ეფექტურობა საავადმყოფოში მოხვედრისგან და 86.3% ეფექტურობა კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის წინააღმდეგ.
კიდევ უკეთესი ამბავი: 60 წელს ზევით ადამიანებში ეს ვაქცინა ისეთივე ეფექტურია როგორც <60წ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევის დროს ჩილეში ალფა და გამა ვარიანტები ცირკულირებდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვაქცინა (და პირადად მე "სინოფარმსაც" მივაყოლებდი "პრიკუპში") ძალიან ეფექტურია მძიმე კოვიდის და მისგან გამოწვეული სიკვდილის თავიდან ასარიდებლად
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2107715
2. ლანცეტის პრე-პრინტი
ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, სადაც დელტა ციტრკულირებდა, ინაქტივირებული ვირუსების ვაქცინების ეფექტურობა ფილტვების ანთების წინააღმდეგ არის 69.5% და 100%-იანი ეფექტურობა აქვთ მძიმე დაავადების წინააღმდებ.
https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3895639
აცრები გვიცავს და აცრები მუშაობს".
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის