"აუცრელობის გამო გაუწყვიტა კონტრაქტი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანა გეგეჭკორი
დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა. აუცრელობის გამო გაუწყვიტა ჰოსპიტალმა კონტრაქტი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი წერს, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვქრობს და მუშაობს.
მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებული, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე თანამშრომლები უმეტესად ტექნიკურ პერსონალს წარმოადგენენ, ხოლო ექიმებსა და ექთნებში უმცირესი ნაწილია აუცრელი.
"ასეთია ნიუ-იორკში მოქმედი რეგულაცია. აუცრელებში მხოლოდ ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი არიან ექიმები, ოდნავ მეტი ექთნები და დანარჩენი ტექნიკური პერსონალია, მძღოლები, ექთნის თანაშემწეები, ექიმის თანაშემწეები და ასე შემდეგ.
იგივე რეგულაცია ამოქმედდება ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვისაც.
ანამარია (ჩემი უმცროსი შვილი) მიყვებოდა ბავშვები ვსაუბრობდით ვაქცინაციაზე და ყველას ვუთხარი რომ შენ აცრილი ხარო. ყველა ბავშვის მშობელი აცრილიაო. 9 წლის ბავშვებს უკვე ესმით ვაქცინაციის მნიშვნელობა და ამაყობენ მშობლების პასუხისმგებლობით. მასწავლებლები მის სკოლაში სრულად არიან აცრილი.
ნიუ-იორკის უდიდესი ნაწილი სრულად აცრილია. ეს ეტყობა ჰოსპიტალსაც. ორ ათეულს არ სცდება ხოლმე ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი. მათში უკიდურესად იშვიათად შეხვდებით აცრილს. და თუ შეხვდებით უმეტესად 80 წელს გადაცილებულს, თანდართული დაავადებების უგრძესი სიით.
კოვიდ პანდემიის დასრულების გზა ნამდვილად გადის ვაქცინაციაზე" - წერს ნანა გეგეჭკორი.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი