"ჩვენი მოსახლეობის 60% სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს"
ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციისა და ინფიცირების სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60 % კორონავირუსის მორიგ ტალღებს დაუცველი ხვდება.
"კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!
აცრა გაიკეთა მოსახლების 21%-მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა. გამოდის ჩვენი მოსახლეობის 60% სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!
წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში" - წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის