"შეიძლება თავად უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ" - მამა პეტრე
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დეკანოზი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მთავარია ადამიანებმა ერთმანეთის მიტევება და სიყვარული ისწავლონ.
"და კიდევ, შეიძლება ბევრი ვინმე არ მოგვწონდეს, ბევრის აზრიც და ცხოვრების წესიც ჩვენთვის მიუღებელი იყოს, ეს ნორმაა და ასეც უნდა მოხდეს.
მაგრამ ყველას აქვს სინანულის, გამოსწორების, შეცვლის შანსი…ჩვენ ეს შანსები არ უნდა წავართვათ ერთმანეთს… არ უნდა ვლანძღოთ და ვთათხოთ ერთმანეთი…
უფლის გვერდით ადგილი წმინდანებთან ერთად, ცოდვილი, მაგრამ მონანული ადამიანებისთვისაც არის…
თავად უფალი ამბობს, ცოდვილთა სინანულად მოვედიო…
მთავარი მაინც სიყვარულია… ღმერთის და ადამინების სიყვარული…
ტყუილია ის, როცა ამბობენ, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ადამიანი არაო…
ადვილია უხილავის სიყვარული… თუ ადამიანი არ გიყვარს, როგორ შეიძლება ის გიყვარდეს, ვისაც ვერ ხედავ…
ჰოდა, ვინც გვძულს, იმაშიც ღმერთია…
ამიტომ, სჯობს მიტევება და სიყვარული ვისწავლოთ, თორემ შეიძლება თავად უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ… მერე ჩვენც ისე მიგვიხურავენ კარებს, როგორც სხვას მივუხურეთ…
ზოგი იმდენს ლოცვებს კითხულობს, ბერებს და მონაზვნებს რომ არ წაუკითხავს, მაგრამ შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა ,,კითხულობს”, არ იაზრებს და ისე რაც არ უნდა წაიკითხოს, ღმერთს არ ესმის იმ ადამიანის სიტყვები, ვისაც პატიება არ შეუძლია…
ჰო, ყველაზე დიდი ლოცვა ისევ პატიება და სიყვარულია… დანარჩენი უბრალოდ თავის მოწონებაა რელიგიურობანას თამაშით!..", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის