"ნიკა მელიამ თავისი კომუნიკაციის უნარითა და გონიერებით ორივე ავტოკრატს მაგრად შემოულაწუნა"
ნიკა მელიამ თავისი კომუნიკაციის უნარით და გონიერებით ორივე ავტოკრატს მაგრად შემოულაწუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
"თანამედროვე პოლიტიკა "მიუწვდომელი ღმერთების" კი არ არის, არამედ მიწიერი ადამიანებისაა, ურთიერთობის, თანასწორობისა და თანამშრომლობის უნარის და არა გაუგებარი ყალბი მესიანისტების.
ეკლექტური გაერთიანება, რომ ორგანულად დაუკავშირო ერთმანეთს, ამას ლიდერობის უნარი უნდა.
ვნახავთ მალე ეს თანამშრომლობა ორგანული გადაკვეთა იქნება თუ ეკლექტური, თუმცა, მინიმუმ, საწყის ეტაპზე, საინტერესოდ მოჩანს.
მელია ლიდერია იმით, რომ თანაბარია. თანამედროვე თიმ ბილდინგში სწორედ ასე განიხილება თანამედროვე ლიდერის ტიპი.
ამ უნარით იმედი მაქვს, უფრო მალე დაიმჯსხვრევა პოლიტიკური კერპები, როგორც პოლიტიკური წარმართობა და ადგილს დაიკავებს ახალი, თანამედროვე პოლიტიკური გარემოს მახასიათებლები,"- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე. ნიკა მელიამ ასევე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების ხელმძღვანელების კანდიდატურები წარადგინა.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი