"უკიდურესაც დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და "ოცნება" ვერ აცნობიერებს რა შეიძლება მოჰყვეს ამას"
პოლიტიკური სიხარბე და ყველაფრის ფასად კომფორტის შენარჩუნება ზუსტად ის სენია, რომლითაც მმართველი პარტია იმეორებს ყველაზე ცუდს, მანკიერს. არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მოსაზრების ადამიანებისთვის, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია წერს.
"არაფერი ახალი, ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა!
გაუსწორეთ თვალი "ოცნების" კანდიდატებს - მათი დიდი ნაწილი არის წინა ხელისუფლების პორტირებული მოძალადეები.
სად ებრძვიან "ნაცმოძრაობას" - აბსოლუტური უმრავლესობა ახლა "ოცნების" შიგნითაა.
აი ამას ემიჯნებოდა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი , თელავი, რუსთავი … და დედაქალაქიც.
ეს აჩვენა 2 ოქტომბრის შედეგებმა!
და 30 ოქტომბერს ეს ზღვარზე გასული ციფრები უფრო მეტად ამყარებს ცვლილების სურვილის ფაქტს.
უფრო მეტად აჩვენებს, რომ ამდენი უკანონობის და მოსყიდვის მიუხედავად , რამდენი ადამიანია ვისაც უნდა ცვლილება.
უკიდურესაც დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და "ოცნება" ვერ აცნობიერებს რა შეიძლება მოჰყვეს ამას!
შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას.
შეუძლებელია ასე ძალაუფლების შენარჩუნება!
წალენჯიხამ შეძლო? შეძლებენ სხვებიც,"-წერს ეკა ბესელია
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან