"უნდა გაგაწბილოთ" - რას წერს კულუმბეგოვი აცრილებზე
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვო სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
ექიმის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების 99% აუცრელია.
კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ კოვიდით აცრილებიც ავადდებიან, თუმცა, მათ უმეტესობას ვირუსი მსუბუქად, სახლის პირობებში გადააქვს.
"რეანიმაციულ განყოფილებებში 99% აუცრელი პაციენტია. ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანია აცრილი, თქვენ ფიქრობთ ისინი საერთოდ არ ავადდებიან? უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს, შესაბამისად ნაკლებად ხდება კლინიკების გადატვირთვა და სამედიცინო პერსონალის გამოფიტვა. მასობრივი ვაქცინაციის მიზანიც ესაა - კოვიდსასაკლაო გადავაქციოთ მართვად პანდემიად!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან