ამ გვერდის ამობედვა

"ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევას აზიარებს და წერს:

"ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში 50-70% ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის საჭიროება "დელტა ვარიანტთან" შედარებით.

ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და იმისთვის, რომ მეტი ადამიანი გადარჩეს, პირბადე და ვაქცინაცია გვახსოვდეს", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. 

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული, "ომიკრონის" 29 შემთხვევაა.

წაკითხვა 409 ჯერ