"საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანას რუსეთში ვერ დააბრუნებს.
„პრაქტიკულად, რეფერენდუმია, მე თამამი ვარ, რადგან გამოკითხვებიც ვნახე, ვგულისხმობ, მონიტორინგი როცა ტარდება ხოლმე, მონაკვეთური, მსგავსი არ ახსოვს ამ ქალაქს. ეს არის, პრაქტიკულად, ჩატარებული რეფერენდუმი. საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად. რუსეთში ვერ დაგვაბრუნებენ, გამორიცხულია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
