"ეს რა ქენით ბიჭებო, მთელი უბანი ფეხზე ვართ და ვტირით, დათო და ლექსო აღარ არიან“
გვიან ღამით, შინდისის ახალ გზაზე მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც გარდაცვლილების ბიძაშვილია:
,,ეს რა ქენით ბიჭებო, მთელი უბანი ფეხზე ვართ და ვტირით, აქ საერთოდ ყველა ტირის, დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს და ჩვენთან აღარ არიან, 26-28 წლის ბიჭები გაცივდნენ, ლექსოს მეუღლე და შვილი ყავს. კიდევ ორი დაჭრილი უბნელი საავადმყოფოშია მძიმედ, რა ღამე და ახალი წელი დამიდგა, დღეიდან მეც გვამი ვარ, უფროსწორად მოსიარულე გვამი...'',- წერს ლუკა ფეიქრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი დაპირისპირება შინდისის ახალ გზაზე მოხდა. ინციდენტის შედეგად მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი. მათ სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გარდა ამისა, ორი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე