"მეზობელი 800 წლის წინ ჩამოხსნილ განჯის კარს გვედავება" - ზაზა ბიბილაშვილი
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვხვდებით ჩარეცხილ-გავერანებული გელათით და იმდენად დაბეჩავებული სახელმწიფოთი, რომ მეზობელი 800 წლის წინ ჩამოხსნილ განჯის კარს გვედავება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.
"მადლობა ბატონ ბიძინას - ამ ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეს - და საკუთარ პასტიანი იდეალისტების ლურჯ ლაშქარს, რომელმაც წარმატებული საქართველო მყრალ რუსულ ქოცში ჩააბრუნა,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სურს, ისტორიული არტეფაქტი განჯის კარი საქართველოდან „ოფიციალური მოლაპარაკებების გზით“ დაიბრუნოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ. „განჯის კარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას,“ - აცხადებს სამინისტრო.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს