"აბა ომი გინდა?" - არა, ომში უკვე ვართ, ამის დასრულება გვინდა" - გიორგი ქადაგიძე
რადგან საინფორმაციო (ჰიბრიდულ) ომში ყველანი ჩართულები ვართ, დაუღალავად გავიმეოროთ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს.
" დღეს საქართველოში 60 ათას ბავშვზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია, რეალურად შიმშილობს, მათი ფიზიკური და მენტალური განვითარება უდიდეს საფრთხეშია;
- 600 ათას ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველია, უკიდურეს სოციალურ პირობებშია;
- 300 ათას ადამიანზე მეტი მოვალეთა რეესტრშია;
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წლით ნაკლებია ვიდრე დასავლურ ქვეყნებში, 15 წლით ადრე ვკვდებით;
- მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, მოწყვეტილი საკუთარ შვილებს და მშობლებს;
- ქვეყნის 20% ოკუპირებულია;
- 5000 ადამიანით მეტი მხოლოდ კოვიდით მოგვიკვდა, ვიდრე საშუალო ევროპული სიკვდილიანობის მაჩვენებელია;
- ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება;
"აბა ომი გინდა? " - არა, ომში უკვე ვართ, ამ ომის დასრულება გვინდა.
"100 ბავშვის სიკვდილი ღირს ეფემერულ ნატოს წევრობად, იქნებ ნეიტრალიტეტზე ვიფიქროთ?"- არა, ნატოს, ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ზუსტად იმიტომ გვინდა ვიყოთ, რომ არ გავნადგურდეთ, როგორც ეს ახლა ხდება და არა პირიქით (იხ. ჩამონათვალი)
დიდება უკრაინაში დაღუპულ ჩვენ გმირებს! "- წერს გიორგი ქადაგიძე.
სიახლეები
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება