"ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი"
ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისი თქმით, მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა.
"ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.
შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "- ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი