"დღევანდელი ხელისუფლება შეურაცხყოფს ყველა იმ გმირს, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა"
წყლის ნაყვაა, რასაც დავწერ, მაგრამ დღეს ხელისუფლება უნდა იდგეს, აგროვებდეს იმ ფოტოებს და ვიდეოებს, რაც საქართველოში რუსეთის მიერ გამოვლენილ ფაშიზმს მოჰყვა 1991-92 წლებში და 2008 წელს, საქართველოში შეფარებულ და საქართველოს მოქალაქე ქისტებთან უნდა აგროვებდეს კადრებს, რასაც აკეთებდნენ რუსები ჩეჩნეთში და მერე ცალკე თბილისში მყოფ უცხოელ ელჩებს უნდა იწვევდნენ და აჩვენებდნენ, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.
მისივე თქმით, მეტი თანადგომა გვჭირდება პარტნიორი სახელმწიფოებისგან, მატერიალური, პოლიტიკური თუ სამხედრო.
"ცალკე ჩვენი ელჩები უნდა ხვდებოდნენ დიპლომატებს სხვა და სხვა ქვეყანაში და აჩვენებდეს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერი (უკვე უხერხულია მისი ხსენებაც კი) უნდა დარბოდეს პარტნიორ ქვეყნებში, რომ აჩვენოს კარგად, რა გამოიარა საქართველომ და ჩეჩნეთმა რუსების ხელში, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის იმ ქცევის გაგრძელებაა, რასაც წლებია ვუძლებთ ჩვენ და ამჟამადაც ჩვენი მოქალაქეები არიან ოკუპირებული ხელისუფლების ტყვეობაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელიც გმირია და არავის ახსოვს და სხვაც არაერთი.
აი, ამას უნდა ცდილობდეს დღეს ჩვენი დიპლომატია, რომ კიდევ უფრო გაააქტიუროს ა.შ.შ. თუ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ხედავდნენ იმას, რასაც ჩვენ გავდიოდით.
რომ ჩვენ გვჭირდება მეტი თანადგომა პარტნიორი სახელმწიფოებისგან, მატერიალური, პოლიტიკური თუ სამხედრო.
რასაც ვწერ, არ უშლის ხელისუფლებისეული "მშვიდობის" ფორმულასაც თუ ამას საერთოდაც შეგვიძლია "მშვიდობის ფორმულა" ერქვას.
იმ ქცევით და რიტორიკით, რასაც დღეს პრემიერი და მმართველი ძალა ცდილობს, დღევანდელი ხელისუფლება შეურაცხყოფს ყველა იმ გმირს, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა, ყველა იმ წამებულის სულს, რომელიც რუსმა ფაშისტებმა აწამეს წლების მანძილზე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იქცა დევნილად ან საკუთარი ქვეყნიდან საქართველოში შემოვიდა ლტოლვილად წლების წინ.
თქვენ არ ხართ მშვიდობის ხალხი, ხელისუფლებავ, თქვენ ჩვენი გარდაცვლილების, წამებულების, დევნილების, ლტოლვილების და თითოეულ ჩვენგანს შეურაცხყოფთ და თქვენი არსებობა იმაზე დიდი ტრაგედიაა, ვიდრე ამ ადამიანების სიკვდილი,"- წერს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება