"ქართული ოცნება" კიდევ დიდ ხანს იქნება პარაზიტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლო რესურსებს გამოგვწურავს"
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში IRI -ს კვლევის შედეგებს ეხმაურება:
"IRI -ს კვლევის შედეგებს მეტ-ნაკლებად რეალისტურად მაინც თუ მივიღებთ და არა იმდენად ციფრებით, არამედ პროპორციული შედარებითობით მაინც, მარტივად ჩნდება შემდეგი წინაპირობები:
1. ოპოზიციას არ აქვს არანაირი რესურსი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შექმნას ხელისუფლებასთან მიმართებაში.
2. არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი.
3. ოპოზიცია მსგავს გადანაწილებაში რჩება პარლამენტს გარეთ, შედის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და ისიც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით, ნულოვანი შესაძლებლობებით.
შეიძლება ითქვას, "ქართულ ოცნებას" მდგრადი ძალაუფლება აქვს (რასაც მე სულ ვამბობდი და რას ამბობ, ცდებიო) და არც არაფერზე ზრუნვა არ სჭირდებათ მანამ, სანამ ოპოზიცია არის ისეთი, როგორიც არის.
აქ პრაქტიკული გამოსავალი არ ჩანს, არსებობს მხოლოდ თეორიული გამოსავალი და ის გულისხმობს, რომ ოპოზიციის სრული უდიდესი ნაწილი უნდა გავიდეს პოლიტიკურ პენსიაში, რაც ჩვენი ოპოზიციური სუბიექტების ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია.
ამიტომ კიდევ დიდ ხანს, "ქართული ოცნება" იქნება პარაზიტი სახელმწიფოზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლო რესურსებს გამოგვწურავს, თუმცა, არავინ იქნება მისი კონკურენტი, რადგან კონკურენტები კიდევ უფრო რეპუტაცია შელახულები არიან, ვიდრე თავად ხელისუფლებაა,"- წერს არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი